მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის მხარდაჭერილ ონლაინ ჰაკათონში მონაწილეობა საქართველოსაც შეუძლია

5e8e166e3e879
ნინი ლონგურაშვილი
08.04.20 23:00
1485
კორონავირუსის კრიზისის დაძლევისკენ მიმართული ჰაკათონის კონკურსში Global Hack–ში მონაწილეობა საქართველოსაც შეუძლია. ევროკავშირი და ინიციატივა EU4Digital მხარს უჭერენ აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც ონლაინ გაიმართება. როგორ უნდა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმა, ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში ევროკავშირის ციფრული, ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო სამველიძემ ისაუბრა.

"ეს კონკურსი ღიაა გლობალურ დონეზე, საქართველოდან მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და გუნდს, თუ თქვენ გაქვთ იდეა, მაგრამ არ გყავთ გუნდი, შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ იდეა და შემდეგ უკვე ამ იდეის გარშემო მოხდეს თქვენი გუნდის ინფორმირება. ასევე თუ თქვენ გყავთ მინიმუმ 4 ან მაქსიმუმ 12 ადამიანი შეგიძლიათ უკვე დაარეგისტრიროთ როგორც გუნდი და მიიღოთ მონაწილეობა. რაც მთავარია, მონაწილეობა გახლავთ უფასო, უბრალოდ ხაზს გავუსვამ, რომ მონაწილეობის დასარეგისტრირებლად საბოლოო ვადა არის 9 აპრილი, საქართველოს დროით 15:00 საათი. რაც შეეხება დარეგისტრირებას, საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ავსებთ მხოლოდ საბაზისო ფორმას, შეგყავთ ინფორმაცია თქვენი იდეის შესახებ, გუნდის საკონტაქტო ინფორმაციას და 9 აპრილს 15:00 საათის შემდეგ, ავტომატურად ჩაერთვებით ჰაკათონში.

მთავარია, გუნდებს ჰყავდეთ შესაბამისი ექსპერტი, რადგან ჰაკათონს აქვს მიმართულებები სექტორულად, ეს არის: ეკონომიკა, ჯანდაცვა, მოწყვლადი ადამიანების დაცვა და სხვა", – განაცხადა ნინო სამველიძემ.

შეგახსენებთ, ღონისძიება Global Hack–ი 9-დან 12 აპრილამდე მთლიანად ონლაინ ჩატარდება.

ევროკომისია დაახლოებით 75,000 ევროს გამოყოფს საპრიზო ფონდის სახით ღონისძიების გამარჯვებული გუნდებისთვის. მთლიანი საპრიზო ფონდი საუკეთესო იდეებისთვის 100,000 ევროა.

გარდა ამისა, ევროკავშირი მხარს დაუჭერს სამთავრობო გამოწვევებს, რომლებმაც უნდა მოახდინონ გარღვევა სტარტაპების, მცირე ბიზნესის და ელექტრონული ჯანმრთელობის სექტორებში; ის ასევე უზრუნველყოფს ინსტრუქტაჟს პრაქტიკულად რეალიზებადი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად იმ სექტორებში, სადაც არის მათ საჭიროება.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 6-12-კაცისგან შემდგარი გუნდის შეკრება იდეის მოწოდების მიზნით. გუნდის ლიდერმა რეგისტრაციაში უნდა გაატაროს იდეა და სახელი პლატფორმის Guaana საშუალებით. ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეები აუდიტორიას გააცნობენ საკუთარ საუკეთესო და ყველაზე ბრწყინვალე იდეებს მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და რეაბილიტაციის მხარდასაჭერად კრიზისის დამთავრების შემდეგ. Reddit გვერდის საშუალებით ყველას შეუძლია იდეების გამოქვეყნება სხვა მომხმარებლებისგან გამოხმაურების მისაღებად, პარტნიორების საპოვნელად და წესების მოსაძიებლად გამოწვევების წარდგენის მიზნით.