მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოდის

5bf5647f0d27f
თამუნა დემეტრაშვილი
21.11.18 17:57
1115
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები ლიდერობენ. გაერთიანებული სამეფოდან, მიმდინარე წლის II კვარტლის მონაცემებით, ჯამში 130,2 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა, მაშინ როცა 2017 წლის 2 კვარტლს მონაცემებით, ეს ციფრი 106 მილიონი იყო. რაც შეეხება ნიდერლანდებს, 2 კვარტლის ჯამში, ამ ქვეყნიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით, 98 მილიონი დოლარი შემოვიდა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 92,5 მილიონი დოლარი იყო.

მესამე პოზიციაზე გერმანიაა $26,4 მილიონიანი ინვესტიციით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $8 მილიონამდე იყო. 19 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა ლუქსემბურგიდან და ის სიაში მე-4-ა.

მე-5 პოზიციაზე კი $9 მილიონით საფრანგეთია. $8 მილიონიანი ინვესტიციით კი მეექვსე ადგილზე ესტონეთია. ყველაზე ნაკლები ოდენობის FDI საქართველოში ირლანდიიდან ფიქსირდება - 115 ათასი დოლარი. 2 კვარტლის მონაცემებით, ქვეყნიდან ინვესტიციების გადინებაც ფიქსირდება. ყველაზე მეტი, 14 მილიონ დოლარზე მეტი FDI კვიპროსში გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, სადაც ინვესტიციების გადინება ორივე კვარტალში დაფიქსირდა. 1,3 მილიონი დოლარი გავიდა მალტაზე, 1,4 მილიონი ესპანეთში. სხვა ქვეყნებში ინვესტიციების გადინება მინიმალურია.

მთლიანობაში მიმდინარე წლის 2 კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ჯამში 387,8 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 54%-ით აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები