მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკავშირის ქვეყნები ყველაზე სტაბილურ საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენენ"

5c07cbde1fd5d
თათია ჩაფიჩაძე
05.12.18 16:50
1303
თხილის გადამამუშავებელმა ქარხანამ „ჯტჯ პლასმა“ მიმდინარე წელს 1000 ტონა გატეხილი და გაუტეხავი თხილის ექსპორტი განახორციელა.

მათი უდიდესი ნაწილი ექსპორტზე ევროკაშირის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, იტალიაში, ავტრიასა და პოლონეთში გავიდა.
 
„ჯტჯ პლასის“ დამფუძნებელი და დირექტორი ბაჩუკი თამლიანი ამბობს, რომ ყველაზე სტაბილურ ბაზრებს სწორედ ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენენ, რის გამოც მთავარი აქცენტი, სწორედ ამ მიმართულებებზე პოზიციების გამყარებაა.

„უკვე 3 წელია, ჩვენი საწარმო ზუგდიდში მდებარეობს და თხილისა და თხილის ნაწარმის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში ვახორციელებთ. მათთან დაკავშირება, რა თქმა უნდა, თავდაპირველად წარმოადგენდა სირთულეს, თუმცა შევძელით და მეილებითა თუ პირადი შეხვედრებით გავედით კონტაქტზე და გავაფორმეთ კონტრაქტები.

ევროკავშირის ქვეყნები ყველაზე სტაბილურ საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენენ და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ ბაზრებზე პოზიციების გამყარება. ვცდილობთ, სხვა ბაზრებზეც შევიდეთ და ამ კუთხითაც ვაქტიურობთ, თუმცა თხილის არც ისე კარგი მოსავალის გამო, ამ ეტაპზე მნიშვნელოვან ზრდას ვერ ვახერხებთ.

ექსპორტზე გადის როგორც გაუტეხავი, ასევე გატეხილი, მოხალული, დაქუცმაცებული და თხილის ფქვილიც კი. პროცესში, რა თქმა უნდა, დაგვეხმარა ევროკავშირიც. მათი პროგრამების ფარგლებში გავიარეთ“, - აცხადებს თამლიანი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები