2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1090.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 260.0 მლნ. აშშ დოლარი იყო - 40.7 პროცენტით მეტი-, ხოლო იმპორტი 830.4 მლნ. აშშ დოლარი - 9.1 პროცენტით მეტი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25.9 პროცენტი და იმპორტში 28.2 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 27.5, 23.7 და 28.7 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში 30.8 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მაისში 1285.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 36.0 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 383.4 მლნ. აშშ დოლარი (62.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 901.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (27.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.6 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38.2 პროცენტი და იმპორტში 30.7 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 27.5, 30.2 და 26.7 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26.8 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში 25.3 პროცენტი).

























