მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 183%-ით გაიზარდა

63061ab560970
მარიამ ვარადაშვილი
24.08.22 17:53
1905
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება წერია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავად საქართველოში გაიზარდა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა, რამაც გაზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა. შედეგად გასაქირავებელი საცხოვრებელი ფართების წლიური ზრდის ტემპმა მაისში 100%-ს გადააჭარბა. ანგარიშის თანახმად, მარტში გასაქირავებელი საცხოვრებლის ფასი წინა თვესთან შედარებით 20%-ით ხოლო, აპრილში 22%-ით გაიზარდა.

ასევე, ივნისში წლიური ინფლაცია ქვეყანაში 13%-მდე გაიზარდა, ხოლო უმუშევრობის დონემ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 19% შეადგინა.
2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი ჯამში საქართველოს 8 075 მოქალაქემ მოითხოვა, რაც წლიურად 183%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც ანგარიშში წერია, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 2 855 იყო.

პირველ კვარტალში მხოლოდ 390 მოქალაქემ მიიღო დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი. აპლიკაციების უმრავლესობა ევროკავშირის ხუთ ქვეყანაზე: საფრანგეთზე [2 725]; გერმანიაზე [2 455]; იტალიაზე [1 100]; ირლანდიაზე [420] და ბელგიაზე [315] მოდის. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს თანახმად, გასულ წელსაც საქართველოს მოქალაქეების აპლიკაციების ძირითადი ნაწილი საფრანგეთზე, გერმანიასა და იტალიაზე მოდიოდა. ანგარიშში საქართველო ბევრი კუთხით მათ შორის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური და პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით არის შეფასებული.

ანგარიშში წერია, რომ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ირალანდიაში საქართველოს მოქალაქეების განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. შედეგად, ირლანდია მიღებული განაცხადების კუთხით მეოთხე ქვეყანა გახდა. სააგენტო წერს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ასეთი ზრდა და ადგილობრივ გამოცემაზე დაყრნობით ამბობს, რომ საკითხს ქვეყნის ლტოლვილთა საბჭო იკვლევს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები