თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ევროკავშირში ახალი ინიციატივა - SAFE (Security Action for Europe) შეიქმნა, რომელიც 150 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდს აერთიანებს.
პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხის აღება და მიღებული თანხით სამხედრო ტექნიკის შეძენა, პერსონალის გადამზადება და იარაღის მარაგების გაზრდა შეუძლიათ.
ამჟამინდელი მონაცემებით, SAFE-ის პროგრამის ბენეფიციარებს შორის უმსხვილესი პოლონეთია, რომელიც €43.7 მილიარდის სესხს მიიღებს. სიის სათავეში ასევე ვხედავთ რუმინეთსა და საფრანგეთს.
ქვეყნების მიხედვით სასესხო ვალდებულებების განაწილება ასეთია:
1. პოლონეთი - €43.7 მლრდ
2. რუმინეთი - €16.7 მლრდ
3. საფრანგეთი - €16.2 მლრდ
4. უნგრეთი - €16.2 მლრდ
5. იტალია - €14.9 მლრდ
6. ბელგია - €8.3 მლრდ
7. ლიეტუვა - €6.3 მლრდ
8. პორტუგალია - €5.8 მლრდ
9. ლატვია - €5.7 მლრდ
10. ბულგარეთი - €3.3 მლრდ




























