მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროკავშირის სტანდარტებს ზღვის პროდუქტების 6-7 საწარმო აკმაყოფილებს"

5948bebd26949
ელენე ჩომახიძე
20.06.17 10:19
1385
ევროკავშირის ბიულეტენში ხვალიდან ქართული ზღვის პროდუქტები, კერძოდ კი შავი ზღვის ქაფშია გამოჩნდება. როგორც სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა „საქმის კურსს“ განუცხადა ქართულ ზღვის პროდუქტებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საერთაშორისო ბაზარზე და აღნიშნული პროდუქტები საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

მისი განმარტებით, ამჟამად საწარმოები ამ მიმართულებით საქართველოში ბევრი არაა, - საუბარია სულ 6-7 საწარმოზე, რომელიც ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს.
„სწორედ სტიმულირებისთვის არის მნიშვნელოვანი ამ ბიულეტენში ქართული ზღვისპროდუქტების გამოჩენა, რადგან ბიზნესის წარმომადგენლები უფრო მეტად დაინტერესდებიან“, - განმარტავენ სურსათის ერევნულ სააგენტოში.

ევროკავშირი 20 ივნისს გეგმავს ოფიციალური გადაწყვეტილების გამოქვეყნებას შავი ზღვის თევზის ევროკავშირში ექსპორტის დაშვების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები