მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში BARTA-ს დაჯილდოება 14 დეკემბერს გაიმართება

61adf68a926bb
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.21 10:35
804
საქართველოში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 2021 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის (BARTA) კონკურსის ფინალისტების დაჯილდოება 14 დეკემბერს, „საქმიანი დილის“ ეთერში 10:00 საათზე გაიმართება.

BARTA-ს დაჯილდოების მიზანი კომპანიებში წლიური ანგარიშის ხარისხის და გამჭირვალობას ამაღლებაა. წლიური ანგარიში ფინანსურ და არაფინანსურ ნაწილისგან შედგება, რომელიც საქმიანობის მიმოხილვას, კორპორაციული მართვისა და არაფინანსურ ანგარიშებს მოიცავს.

BARTA-ს კონკურსში განაცხადების მიღება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყო და როგორც კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი "მსოფლიო ბანკის“ უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში ირინა გორდელაძე აცხადებს, საქართველოში BARTA-ს დაჯილდოების 3 წლიანი ისტორიის განმავლობაში, კომპანიების მხრიდან ინტერესი წელს საგრძნობლად დიდია. კონკურსი სამ - მსხვილი ფინანსური, მსხვილი არასაფინანსო კომპანიების და მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორიაშია გამოცხადებული.

ირინა გორდელაძის ინფორმაციით, დღეს პირველ კატეგორიაში 5 კომპანია მონაწილეობს, მსხვილ არასაფინანსო კომპანიებშიც - 5 კომპანია, ხოლო მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორიაში 8 კომპანიაა. ფინალში კატეგორიიდან ერთი გამარჯვებული დასახელდება და დამატებით გამოვლინდება საპატიო გამარჯვებული. „ამასთან, გვაქვს კატეგორია საუკეთესო მდგრადი ანგარიში, რომელშიც გამარჯვებული გარკვეული კრიტერიუმებით დასახელდება.

ეს იქნება სიგნალი საზოგადოებისთვის, ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ ეს კომპანიები გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობენ“, - აღნიშნავს ირინა გორდელაძე.

ცნობისთვის: BARTA, რომელიც 2019 წელს დაწესდა, იმ ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია, რომლის ამოცანაა ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობის ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევების დაძლევა. 2016 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები