მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევა საქართველოს სატრანსპორტო სისტემის შესახებ

საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია მცირე და საშუალო საწარმოებზე და მათ შესაძლებლობაზე, სრულად აითვისონ ევროკავშირის ბაზარი.

UNDP-ის მხარდაჭერით ჩატარებული ახალი კვლევა სწორედ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს მიმოიხილავს. კვლევა ყურადღებას ამახვილებს შუა დერეფნის შესაძლებლობებზე, სატრანსპორტო ხარჯებზე, საბაჟო პროცედურებსა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებაზე. დღეს საქმიან დილაში ვისაუბრებთ, რა უშლის ხელს ქართულ კომპანიებს საექსპორტო შესაძლებლობების სრულად გამოყენებაში და რა ნაბიჯებია საჭირო ამ ბარიერების შესამცირებლად.

სტუმრები: გიორგი ციმინტია - UNDP-ის პროექტის “წვდომა საექსპორტო ბაზრებზე” მენეჯერი;

სალომე დანელია - ACT Global პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები