მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირისა და UNIDO-ს მხარდაჭერით საქართველოში, საერთაშორისო კონფერენცია "ბიოფარმა 2023" ჩატარდება

unido
BM. GE
17.11.23 09:24
161

ევროკავშირის და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხელშეწყობით, UNIDO, „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს ბიოფარმაცევტულ კლასტერთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთაშორისო კონფერენციას: "ბიოფარმა 2023 საქართველო" ჩაატარებს.

კონფერენციას დაესწრებიან და დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ კლასტერის წევრი კომპანიები, შესაბამისი სფეროს წარმომადგენელი ექსპერტები, დაინტერესებული მხარეები, და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორები.

კონფერენციას გახსნიან და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: მინდი ბოჟკოვა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე, კერძო სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი; UNIDO-ს პროექტების ეროვნული კოორდინატორი, გიორგი ანდღულაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე, რატი ღოლიჯაშვილი.

ღონისძიებაზე დასწრებისა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის მიზნით, კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან, როგორც მაღალი-რანგის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობიდან და რელევანტური სახელმწიფო სააგენტოებიდან, ასევე ჯანდაცვისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტები და ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

"საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერი (GBC), აერთიანებს ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლებს საქართველოში, რომლებიც, ძირითადად ბაქტერიოფაგების, მცენარეული მედიკამენტების და ჯენერიკების მწარმოებლებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ინსტიტუტები და ორგანიზაციები საკვანძო, დამაკავშირებელ და დამხმარე სექტორებში, როგორიცაა ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფარმაცევტული კომპანიების ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში.

კონფერენცია მოიცავს მისასალმებელ სიტყვებს, პრეზენტაციებს და პანელურ დისკუსიებს. ძირითადი ფოკუსირება მოხდება სამ საკითხზე: ევროკავშირისა და UNIDO-ს დახმარება საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის, ბიოფარმაცევტიკა და ანტი-მიკრობული რეზისტენტობა, და ბუნებრივი მედიკამენტების წარმოება. ევროკავშირისა და UNIDO-ს მხარდაჭერა, განხილული იქნება სათანადო საწარმოო პრაქტიკასთან (GMP) თავსებადობის ჭრილში, რაც კლასტერის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

კლასტერის ხელშეწყობა პროექტის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ევროკავშირი 6 მილიონი ევროთი აფინანსებს. პროექტს ახორციელებს გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები