მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების შესასრულებლად ახალი კანონმდებლობა მიიღო

us eu

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცეს. არსებული ინფორმაციით, ამ ნაბიჯით გაერთიანებამ გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა შეასრულა.

გადადგმული ნაბიჯი უზრუნველყოფს, რომ მხარეებს შორის სავაჭრო კონფლიქტი ხელახლა აღარ დაიწყოს. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადის შენარჩუნების შემთხვევაში ევროკავშირს გაზრდილი ტარიფების დაწესებით ემუქრებოდა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ბრიუსელს მის მოთხოვნის დასაკმაყოფილებად დრო 4 ივლისამდე ჰქონდა. საყურადღებო ფაქტია, რომ გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალაში მიღებისთანავე შევიდა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადა 2029 წლის ბოლომდე განისაზღვრა, თუმცა, საყურადღებოა, რომ რეგულაცია რამდენიმე მნიშვნელოვან დამცავ მექანიზმს შეიცავს, რაც უზრუნველყოფს, რომ თუ ვაშინგტონი სავაჭრო შეთანხმების პირობებს დარღვევს, ბრიუსელს ექნება უფლება, დაწესებული შეღავათების გააუქმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები