მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა Mars-ის მიერ Pringles Kellanova-ს შესყიდვა დაადასტურა

mar

ევროკომისიამ საკვები პროდუქტების მწარმოებელი Mars-ის მიერ Pringles Kellanova-ს შესყიდვა ოფიციალურად დაადასტურა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $36 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მარეგულირებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ ეს შერწყმა არ გამოიწვევს კონკურენციის შეფერხებას ევროპის ბაზარზე და ის არ წარმოშობს მონოპოლიურ გაერთიანებას.

რეალურად, ​ეს გარიგება აერთიანებს მსოფლიოს ორ უმსხვილეს ჰოლდინგს, სადაც Mars-ის ბრენდები, როგორიცაა: Snickers, M&M’s და Twix, შეუერთდება Kellanova-ს საკუთრებაში არსებულ ბრენდებს: Pringles, Cheez-It და Pop-Tarts.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები