მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს, რუსეთი სერიოზულ ზეწოლას ახდენს საქართველოზე"

5d176b5d8eb42
BM.GE
29.06.19 17:45
1193
შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებს "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

დიპლომატი საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს, რუსეთი სერიოზულ ზეწოლას ახდენს საქართველოზე. საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია და საქართველოს ღვინოების იმპორტი შეწყდა", – წერს შვედი დიპლომატი.

აქვე, კარლ ბილდტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰუგის პოსტი გააზიარა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის დროებით ჩაკეტვას ეხმაურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები