მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგძილვა

5d0cd72e7a02c
მიხეილ ხაჩიძე
21.06.19 23:00
1770

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაახანგძლივა. გადაწყვეტილება სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა ბრიუსელის სამიტზე მიიღეს. ახალი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სავაჭრო და საინვესტიციო აკრძალვები კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და აშშ-მ რუსეთს სანქციები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის და ყირიმის მიერთების გამო დაუწესა. სანქციები რუსეთის ეკონომიკის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვითი წარმოების სფეროებზე ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიაში, საქსონიის მხარის მთავრობის მეთაურმა რუსეთისთვის სანქციების გაუქმება მოითხოვა, რამაც ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებში მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები