მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა სომხეთთან ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი დაამტკიცა და ფინანსური დახმარება გამოყო

eu სომხეთი

ევროკავშირმა სომხეთთან პარტნიორობის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი დაამტკიცა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ეკონომიკა და უსაფრთხოება.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა, ოფიციალურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მზარდი კამპანიის წინაშე დგას.

ბრიუსელში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ, კაია კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობა „ასაკთან ერთად უმჯობესდება“ და 2025 წელი ურთიერთობებისთვის „გარდამტეხი წელი“ იყო.

„ეს არის ჩვენი საერთო ამბიცია, ვიმუშაოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს ბევრი მიმართულებით – როგორც კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის კუთხით, ასევე ვითანამშრომლოთ ვიზალიბერალიზაციისა და უსაფრთხოების საკითხებში.“

ევროკავშირმა სომხეთისთვის ასევე გამოყო კონკრეტული ფინანსური დახმარება. კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „გამოყოფს 15 მილიონ ევროს მშვიდობისა და მდგრადობის შენარჩუნების მიზნით“.

კალასმა ასევე მიულოცა სომხეთს აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებების ინიციირება, რაც „ნამდვილ გარღვევად“ შეაფასა და დასძინა, რომ ეს წლების კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობაა და სომხეთს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები