მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირსა და ჩინეთს უფრო ახლო კავშირები უნდა ჰქონდეთ - სი ძინპინი

სი ძინპინი

ევროკავშირსა და ჩინეთს უფრო ახლო კავშირები უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის პრეზიდენტმა პარიზში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

სი ძინპინის თქმით, „ორმა მნიშვნელოვანმა ძალამ მსოფლიოში უნდა მისდიოს პარტნიორობის პოზიციას, უნდა მისდიოს დიალოგსა და თანამშრომლობას“.

ჩინეთის ლიდერის განცხადებით, მხარეებმა უნდა განახორციელოს სტრატეგიული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს „სტაბილურ და ჯანსაღ განვითარებას, წვლილი შეიტანოს მსოფლიოში მშვიდობასა და განვითარებაში“.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით კი, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს რუსეთის მიერ შექმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მედიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სი ძინპინთან პარიზში გამართულ შეხვედრაზე სი ძინპინს მოუწოდა, გამოიყენოს პეკინის გავლენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაჩერებლად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები