მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირში ექსპორტი 20.2%-ით, დსთ-ის ქვეყნებში 52.1%-ით გაიზარდა

5b7a6ebf97ec8
BM.GE
20.08.18 11:32
1057
2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 051.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1 871.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 180.8 მლნ. აშშ დოლარს (22.9 პროცენტით მეტი).

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 417.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 20.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 536.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (27.2 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 953.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.8 პროცენტით განისაზღვრა.

2018 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 872.9 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 52.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 513.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა (24.7 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 386.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 33.5 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 19.4 პროცენტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები