მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა - ძირითადი საექსპორტო ბაზრები: ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი;

6 თვეში საქართველოდან უცხოეთში 2 მილიარდ 847 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა. კლება 6.7%-ია. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არის. საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნები ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთია. იანვარ-ივნისში ქვეყანამ ყველაზე მეტი ავტომობილი გაყიდა, მანქანების რეექსპორტს მთლიან ექსპორტში 32.8% უჭირავს. მეორე ადგილზეა ღვინო, რომლის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა. ექსპორტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წილი დსთ-ს ქვეყნებზე გადანაწილდა, რაც თავის მხრივ, ყირგიზეთსა და ყაზახეთის ბაზრებზე ექსპორტის ზრდამ განაპირობა. როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, მიუხედავად ევროკავშირში ექსპორტის შემცირებისა, ეს ბაზარი ქართველი ბიზნესმენებისთვის კვლავ სტაბილურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები