მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირში გასულ წელს მხოლოდ $108-ის თაფლი გავიდა ექსპორტზე

5c5fc2c22eac5
თამუნა დემეტრაშვილი
10.02.19 11:20
2384
საქსტატის ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სახით გასულ წელს მხოლოდ 108 დოლარის ღირებულების 134 კილოგრამი თაფლი გავიდა, 2017 წელს კი ევროკავშირში თაფლის ექსპორტი საერთოდ არ მომხდარა.

2000 წლიდან დღემდე, ევროპის ბაზარზე თაფლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს დაფიქსირდა. ამ წელს ქვეყნიდან 61 ათასი აშშ დოლარის ღირებულების თითქმის 9 ტონა თაფლი იქნა ექსპორტირებული.

რაც შეეხება თაფლის ჯამურ ექსპორტს 2018 წელს, მან 21 ტონა შეადგინა , რაც 70 ათასი დოლარის ღირებულების იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გასული წელი, ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. გასულ წელს ექსპორტირებული თაფლის მოცულობა 2017 წლის მაჩვენებელს 10-ჯერ, 2016 წლის მაჩვენებელს-6-ჯერ, 2015 წლის მაჩვენებელს-2,5-ჯერ, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ აჭარბებდა.

ქართული თაფლის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი გასულ წელს აზერბაიჯანი იყო, სადაც 18 ტონამდე პროდუქტი იქნა რეალიზებული, რაც მთელი ექსპორტის 84%-ი იყო, მეორე ადგილზე იყო ირანი 1,4 ტონით, ხოლო მესამეზე ჰონ-კონგი-1 ტონით.

თაფლი მცირე ოდენობით გავიდა ასევე საუდის არაბეთში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყატარსა და ბაჰრეინში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები