მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროკავშირში გაწევრიანება მრავალი მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ნიშნავს” - მირზა გელაშვილი

ფინანსთა

ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასა და ამ პროცესის საქართველოს ეკონომიკაზე ასახვას BMG-სთან მირზა გელაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველომ ასოცირების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა რეფორმების დიდი ნაწილი კვლავ გასატარებელია.

“მინდა თითოეულ ქართველს მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა ნამდვილად დაიმსახურა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, თუმცა საბოლოო გაწევრიანებამდე კვლავ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. საქართველომ ასოცირების პროცესში ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია და ბევრი გააკეთა”, - ამბობს მირზა გელაშვილი.

მისი თქმით, თითოეული ნაბიჯი, რომელიც ევროასოცირების გზაზე გადაიდგა, საქართველოს უფრო საიმედოსა და სტაბილურს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისა და ბიზნესისათვის,

“რთულია, თითოეული ნაბიჯი ამ გზაზე პირდაპირ ფინანსებში გადაითარგმნოს, თუმცა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მივდივართ სტაბილურობის, საიმედოობის განცდამდე, როგორც ამ ქვეყნისთვის, ისე ინვესტორებისთვის, ხალხისთვის, ბიზნესისთვის და ეს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე ძალიან დადებითად აისახება და ამას მარტივად შევამჩნევთ, თუ დავაკვირდებით ეკონომიკური ცხოვრების დონეს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში”, - ამბობს მირზა გელაშვილი.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსისგან სარგებლის მისაღებად ქვეყანაში სხვა რეფორმების გატარებაცაა საჭირო.

“ევროკავშირში გაწევრიანება მრავალი მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ნიშნავს, რისიც, როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გაკეთებულია, მნიშვნელოვანი ნაწილი გასაკეთებელია და, რა თქმა უნდა, რეფორმები და ძლიერი ევროპული საზოგადოება - ყველაფერი ერთად ქმნის გარემოს, რომელშიც ეკონომიკა კარგად გრძნობს თავს”, - ამბობს მირზა გელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები