მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირში PMI-იმ 5 წელში 43 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა - კვლევა

ფილიპ მორისი

თამბაქოს საერთაშორისო კომპანიის, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ (PMI) დაკვეთით, საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია EY-Parthenon-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, კომპანიის საქმიანობას ევროკავშირის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

PMI ამჟამად უკვამლო მომავლის ტრანსფორმაციის მხრივ გლობალური ლიდერის პოზიციას იკავებს და ამ მიმართულებით ევროკავშირის ეკონომიკაში მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს.

EY-Parthenon-ის კვლევის თანახმად, 2019-2023 წლებში ევროკავშირის ეკონომიკაში ფილიპ მორისის საქმიანობის კონტრიბუციამ €289 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო ამავე პერიოდში კომპანიის ფისკალურმა წვლილმა გადახდილი გადასახადების სახით €181.3 მილიარდზე მეტი შეადგინა.

ანგარიშში მითითებულია, რომ ევროკავშირის მასშტაბით ფილიპ მორისმა €43.4 მილიარდიანი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ინდუსტრიული მდგრადობისა და კონკურენციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეკონომიკურ კონტრიბუციას წარმოადგენს. კომპანიის მიერ კვლევასა და განვითარებაში (R&D) ჩადებულმა ინვესტიციამ €2.3 მილიარდს გადააჭარბა, რაც ინოვაციისა და მეცნიერების მხარდასაჭერად იყო მიმართული.

EY-Parthenon-ის მიერ მომზადებული კვლევა ფილიპ მორისის დაკვეთით განხორიცელდა. კვლევა ფარავს ევროკავშირის 27 ქვეყნის კომპლექსურ შეფასებას 5 წლიანი პერიოდის ჭრილში (2019-2023).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები