ახალციხის კოოპერატივ “კოდი”-ის თაფლის ნიმუში გერმანიის ბაზარზე გაიგზავნა. როგორც კოოპერატივის წარმომადგენელი გიორგი მერაბიშვილი ამბობს, თაფლმა წარმატებით გაიარა ტესტირება და ის უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს, რომლის სრულყოფაზე მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. მისი თქმით, კოოპერატივი დაახლოებით 2 წელიწადში უკვე ინტენსიურად დაიწყებს პროდუქციის ექსპორტზე გატანას. კოოპერატივმა თავისი საქმიანობა ფერმერთა ასოციაციისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტის დახმარებით განავითარა, რომელის ფარგლებშიც მათ სხვადასხვა მანქანა-დანადაგარები გადაეცათ.
“რამდენიმე საექსპორტო შემოთავაზება უკვე გვქონდა. ჩვენი თაფლის ნიმუშები ჯერ-ჯერობით ვცდილობთ, რომ დავმკვიდრდეთ ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ, დაახლოებოთ 2 წელიწადში ვფიქრობთ, რომ ინტენსიურად დავიწყოთ ჩვენი პროდუქტის ექსპორტი”, - ამბობს კოოპერატივის “კოდი” წარმოადგენელი გიორგი მერაბიშვილი.