მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროკავშირთან 2 თვეში ექსპორტის კლება ტრაგედია არაა, წლიურ მაჩვენებელს უნდა ვუყუროთ"

5c91fec1da0f9
ლევან თაღიაშვილი
20.03.19 16:00
1149
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 118.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტიგანხორციელდა, რაც 10.7%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, განსხვავებული მონაცემებია დსთ–ის ქვეყნების შემთხვევაში -საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 254.8 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7%–ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4% პროცენტს შეადგენს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისების და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჩიტაძე განმარტავს, რომ "ეს ტრაგედია არაა და მთავარი წლების მაჩვენებელი და დინამიკაა, რომელიც 2012 წლიდან-დღემდე დადებითი ტრენდით ხასიათდება".

„ის, რომ იანვარ-თებერვალში ევროკავშირში ექსპორტი 10%-ით შემცირდა, ჩემი აზრით, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. წლების დინამიკას უნდა ვუყუროთ - მაგალითად, გასულ წელს თუ შევხედავთ, სავაჭრო ბრუნვა 17.7%-ით იყო გაზრდილი, ექსპორტი კი  - 11.5%-ით. არის გარკვეული სახის პროდუქტები, რომელიც შეიძლება რუსეთში პერიოდული მიწოდების სახით უფრო გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო. 2012 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, ევროკავშირთან ვაჭრობის ტრენდი არის ზრდადი, ერთადერთი ჩავარდნა 2016 წელს გვქონდა 2015-თან შედარებით, მას შემდეგ ეს მუდმივად იზრდება. შეიძლება წლის განმავლობაში ისეთი ცვლილებები განხორციელდეს, რომ ეს 10%-იანი ჩავარდნა გამოსწორდეს", - განაცხადა მან.

ჩიტაძე განმარტავს, რომ ახალი სტრატეგიის და მიმართულებების შემუშავება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს და მნიშვნელობა არ აქვს ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდება თუ გაიზრდება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები