დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 320.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 28.6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 430.0 მლნ. აშშ დოლარი (45.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 890.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.7 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 44.7 პროცენტი და იმპორტში 31.6 პროცენტი (2017 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 33.1, 37.5 და 31.7 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24.8 პროცენტი (2017 წლის იანვარ-აპრილში 28.7 პროცენტი).
2018 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (547.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (421.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (363.3 მლნ. აშშ დოლარი).

























