მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროკავშირთან გაცვლითი პროგრამების კუთხით რაოდენობრივ და ხარისხობრივ განვითარებას ველოდებით"

58b424277da01
BM.GE
27.02.17 16:59
1404
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, ალექსანდრე ჯეჯელავა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების კუთხით გააქტიურებას ელოდება. როგორც ჯეჯელავამ განაცხადა, ამ კუთხით სხვადსხვა პროგრამებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

„ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს პროგრესი ბოლო წლებში, მაგალითად “Erasmus+”-ზე, რომ ვისაუბროთ, სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა შემომავალი სტუდენტებისთვის და ქართველს სტუდენტებსაც რა თქმა უნდა სურთ მიიღონ ნაწილობრივ განათლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ მიმართულებით ველოდებით რაოდენობრივ და ხარისხობრივ განვითარებას და მოლაპარაკებების მიმდინარეობს ამ პროექტის და სხვა პროექტის ფარგლებშიც“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები