მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ვებგვერდი, სავარაუდოდ, ერთ თვეში ამოქმედდება

58dbda9504123
დავით ჯალაღონია
29.03.17 20:00
1125
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ვებგვერდი, სავარაუდოდ, ერთ თვეში ამოქმედდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა, თითქმის დასრულდა DCFTA-სთან დაკავშირებით ვებგვერდის მომზადება.

"აქ ყველა ინფორმაცია იქნება, რომელიც DCFTA-ს განხორციელებას, ასევე ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გასატანად სჭირდება. ვებგვერდის მომხმარებელი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტების, მოთხოვნებისა და წესების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას მიიღებს", - განმარტა არველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები