მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირთან ვაჭრობა 15%-ით გაიზარდა, დსთ-ს ქვეყნებთან კი 40%-ით

58cf8328f3245
BM.GE
20.03.17 11:21
1365
2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 102 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით მეტი).
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2016 წლის იანვარ- თებერვალში შესაბამისად 27, 28 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში 26 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 40 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 129 მლნ. აშშ დოლარი (75 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 367 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 34 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 29, 26 და 30 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2016 წლის იანვარ-თებერვალში 32 პროცენტი). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები