მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკოდები მშენებლობაში

სამშენებლო სექტორი ეტაპობრივად მშენებლობისა და დაპროექტების ევროპულ სტანდარტზე უნდა გადავიდეს. ქვეყანაში ამ დროისათვის მოქმედი მოძველებული საბჭოთა სტანდარტების ცვლილება იგეგმება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ამ სტანდარტების ჩანაცვლება ევროკოდებით მოხდება და ის სავალდებულო გახდება მშენებლობის ყველა განმახორციელებლისათვის. ევროკოდები ევროპულ სტანდარტს წარმოადგენს, რომელიც შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. არსებული ინფორმაციით, 10 ევროკოდიდან 4 უკვე მიღებულია, დანარჩენი კი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. რამდენად მზად არის კერძო სექტორი, ევროპულ სტანდარტზე გადასასვლელად და რას შეცვლის სამშენებლო სექტორში თამაშის ერთიანი წესები?

სტუმარი: მალხაზ ხოშტარია - „აპარტ ქონსთრაქშენის“ გენერალურ დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები