მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკოდები მშენებლობაში - როგორ ემზადება სექტორი 2024 წლიდან ახალ სტანდარტზე გადასასვლელად?

2024 წლიდან სამშენებლო სექტორი ეტაპობრივად მშენებლობისა და დაპროექტების ევროპულ სტანდარტზე უნდა გადავიდეს. სწორედ 2024 წელია დასახელებული იმ დროდ, როცა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე მშენებლობაში ევროკოდები უნდა დანერგოს. ევროკოდები ევროპულ სტანდარტს წარმოადგენს, რომელიც შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. 

საქართველოში შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი დღემდე საბჭოური სტანდარტებით შენდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც საერთაშორისო სამშენებლო კოდების დანერგვის ვალდებულებას აჩენს, მშენებლობა მაინც ძველი სტანდარტებით მიმდინარეობს. როგორ ემზადება სექტორი, ევროპულ სტანდარტზე გადასასვლელად და რას შეცვლის სამშენებლო სექტორში თამაშის ერთიანი წესების შემოტანა? 

სტუმარი: ზვიად თოიძე - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები