საქართველოში, სულ მალე, კანონმდებლობით სავალდებულოდ განისაზღვრება ახალი სამშენებლო სტანდარტი კონსტრუქციული დაპროექტებისათვის - ევროკოდები, და ის ჩაანაცვლებს მოძველებულ სტანდარტებს. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, კომპანია ელემენტ ჰოლდინგისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ახალი სამშენებლო ნორმების დანერგვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა-სემინარის გამართვას გეგმავს, რომელსაც დარგის ექსპერტები გაუძღვებიან. შეხვედრების ფარგლებში, დამსწრეები. რას შეცვლის ევროკოდების რეფორმა და რამდენად მზად არის სექტორი ახალი სტანდარტების შესაბამისი მშენებლობის პროცესი წარმართოს.
სტუმრები: ანა საბახტარიშვილი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ნანა უბილავა - "ელემენტ ჰოლდინგის" საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;
ნინო ჩოხელი - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე;