მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკომისარი: მნიშვნელოვანი საქმეა განსახორციელებელი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის

5c90d5d3bc1cc
BM.GE
19.03.19 15:41
996

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი ევროკავშირიდან საქართველოში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე საუბრობს.

როგორც მან პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში უნდა აისახოს.

"დიდი წარმატებაა ჩვენს ურთიერთობაში, თუმცა კიდევ უფრო დიდი წარმატებების პერსპექტივა არსებობს. ეკონომიკის მინისტრთან ერთად ჩვენ ვცდილობდით გამოგვევლინა ეს საშუალებები და გზები იმისთვის, რომ ქართველ მეწარმეებს უკეთ მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება ეს დიდი საექსპორტო პოტენციალი საქართველომ უკეთ აითვისოს. გამოვავლინოთ ეს შესაძლებლობები და თუ რაიმე სირთულე არსებობს, გადავლახოთ ისინი მაქსიმალურად ეფექტურად.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი საქმე არის განსახორციელებელი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს რეფორმები და განზრახვები უნდა გადაიზარდოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოს ტერიტორიაზე. ევროკავშირიდან უკვე მომდინარეობს ინვესტიციები, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გვინდა გაიზარდოს მისი მასშტაბები მომდევნო წლების განმავლობაში იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია შევძინოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა, მისი წარმოება უფრო მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული გახდეს.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე არაერთი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე, ჩვენ კიდევ უფრო მეტის ნახვა გვინდა. საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, გლეხებს, ფერმერებს, 80 მილიონი ევრო უკვე გამოიყო, ათასობით ფერმა სარგებლობს ამ საშუალებებით, არაერთი სამუშაო ადგილი იქმნება ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოში. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე უკვე კარგად ფუნქციონირებს, თუმცა ის მუდმივად საჭიროებს ზრდას და განვითარებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ საქართველოს მიმართ მთელ მსოფლიოსა და ევროპაში არსებული კეთილგანწყობის მიზეზია ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ საერთო ღირებულებებს. ეს არის ის სიკეთე, რომელსაც გაფრთხილება ესაჭიროება.

მნიშვნელოვანია, საქართველომ ადეკვატური პასუხი გასცეს ყველა იმ ნაკლოვანებას და ხარვეზს, რომლებმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იჩინა თავი; ამასთანავე, მნიშვნელოვანია რომ გაგრძელდეს პროგრესი და რეფორმირება სხვადასხვა, მათ შორის კანონის უზენაესობის მიმართულებითაც. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ რეფორმების მიმართ საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა, ასევე ინვესტორებისა.

ადამიანთა შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა არის ის ერთ-ერთი საყრდენი, რაზეც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დგას. ვიზალიბერალიზაციამ შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოს 300,000 მოქალაქეს ვიზის გარეშე ემოგზაურა შენგენის ზონაში", – განაცხადა სესილია მალმსტრომმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები