ევროკომისია ბლოკჩეინის ტექნოლოგიით დაინტერესებულია და კომისია აქტიურად სწავლობს ტექნოლოგიის გამყენების შესაძლებლობას.
როგორც ევროკომისია საკუთარ ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, ევროპარლამენტის წევრის მიერ კრიპტოვალუტაზე მომზადებული ანგარიშის შემდეგ, სპეციალური FinTech სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ბლოკჩეინის და DLT ტექნოლოგიის უპირატესობებს სწავლობს.
ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ აქტიურად ხდება საპილოტე პროექტების მეშვეობთ, მომხმარებელსა და ბიზნესებს შორის მარტივი ურთიერთობების შესაძლებლობების განხილვა.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროკომისია ამ კუთხით მუშაობის გააქტიურებასაც აანონსებს.
ამასთან, ევროკომისია სპეციალურ კონფერენციასაც გამართავს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის თემატიკაზე.

























