მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკომისია იტალიის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

5cf92ba0b58cb
მიხეილ ხაჩიძე
06.06.19 19:00
1333
ევროკავშირსა და იტალიას შორის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის - ევროკომისიამ ევროპული სტაბილურობის პაქტის კრიტერიუმების დარღვევის გამო, კერძოდ კი, იტალიის სახელმწიფო ვალის გადაჭარბებულად მატების მიზეზად - ოფიციალური რომის წინააღმდეგ საჯარიმო პროცედურის დაწყების ბრძანება გასცა.

განკარგულება ივლისში ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უნდა შეისწავლონ. იმ შემთხვევაში თუ ისინიც იტალიის ბრალეულობას დაამტკიცებენ, ევროკომისია ოფიციალური რომის წინააღმდეგ საჯარიმო პროცედურებს დაიწყებს.

როგორც დასავლური მედია წერს, პროცესი შესაძლოა, დროში გაიწელოს და ერთი წელიც კი გაგრძელდეს. მინისტრებმა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებები დეტალურად უნდა შეისწავლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები