მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკომისია მოლდოვასთვის €1.9-მილიარდიანი დაფინანსების გამოყოფას დასთანხმდა

eu

ევროკომისია მიესალმება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 19 თებერვალს მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მოლდოვაში რეფორმისა და ზრდის მექანიზმის შექმნის რეგულირებისთვის EU €1.9 მილიარდს გამოყოფს - ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ევროკომისია განმარტავს, ფინანსური დახმარება მოლდოვას რეფორმების დღის წესრიგის გეგმის მიხედვით გამოიყოფა. დოკუმენტი ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ ძირითად სოციალურ-ეკონომიკურ და ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც მოლდოვას ზრდასა და ევროკავშირთან დაახლოებაში დაეხმარება.

"დაფინანსება დაფარავს ყველა სექტორს, რომელიც მნიშვნელოვანია მოლდოვას ეკონომიკური ზრდისა და ევროპულ ბაზარზე ინტეგრირებისთვის. დაფინანსება წელიწადში ორჯერ, მოლდოვას მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე გამოიყოფა და კომისიის მიერ შეფასდება, რომ რეფორმის დღის წესრიგით გაწერილი ყველა კრიტერიუმი სრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ შეთანხმებას ორივე მხარის ფორმალური დადასტურებაც სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები