მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკომისიამ Alstom და Siemens-ის შერწყმა დაბლოკა

5c6031f13a485
BM.GE
10.02.19 22:30
1077
ევროკომისიამ ფრანგული Alstom და გერმანული Siemens შერწყმა დაბლოკა. 6 თებერვალს ევროკომისიამ ოფიციალური პრეს-რელიზით დაადასტურა აღნიშნული გადაწყვეტილება,სადაც ასაბუთებს, რომ აღნიშნული შერწყმა დაარღვევს კონკურენციას სწრაფმავალი მატარებლების და შეტყობინების სისტემების ბაზრებზე.

ევროკავშირის კომისარი კონკურენციის საკითხებში მარგარეტ ვესტაგერი მიიჩნევს,რომ მილიონობით მგზავრებისთვის ევროპაში, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან სარკინიგზო ტრანსპორტით, მნიშვნელოვანია დაცული იყვნენ ფასების შესაძლო მატებით,რაც Alstom & Siemens გაერთიანების შემთხვევაში დიდი ალბათობით მოხდებოდა.

“ბაზრის ორი უმსხვილესი მოთამაშის გაერთიანება მოასწავებს ფასების ზრდას შეტყობინების და უსაფრთხოების სისტემებზეც და რაც მთავარია, გადაიხედება ახალი თაობის სწრაფმავალი მატარებლების ფასებიც” - აღნიშნულია ევროკომისიის პრეს-რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები