ევროკომისიას მოგიწოდებთ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს, ევროპული დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით ცდილობენ, თუმცა თუ მათ არასდროს სურთ ამ ძალაუფლების დათმობა, მაშინ ისინი საფრთხე ხდებიან, არა მხოლოდ საკუთარი ერისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.
დროა დასკვნები გამოვიტანოთ. შესაბამისად, თქვენ მოგიწოდებთ, ევროკომისარო, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოთ ევროპული დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით”, - განაცხადა გოშევსკამ.