როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პირობას? 9 არასამთავრობო ორგანიზაციის მორიგი სტატუსმტერის მიხედვით, ამ ეტაპზე სრულად მხოლოდ ერთი, მეტწილად ორი, ნაწილობრივ კი 7 პირობაა შესრულებული. ორი პირობა: დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია შესასრულებელია. სტატუსმეტრის მიხედვით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით,რაც ნიკა გვარამიას შეწყალებამ გამოიწვია. ხელისუფლებას ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეუსრულებია საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ცვლილებები და მოწყვლადი ჯგუფების მხრივ განსახორციელებელი რეფორმები. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა. ნაწილობრივაა შესრულებული სასამართლო რეფორმა. სტატუსმტერის მიხედვით, სასამართლოში კვლავ გამოწვევაა ე.წ. კლანი. სექტორის წარმომადგენლები ქართულ ოცნებას ვენეცისიის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.