ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური შეფასება რამდენიმე საინტერესო აქცენტს მოიცავს - მათ შორის, საყურადღებოა ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ვექტორი - რუსეთსა და ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების რისკები, რომლებიც, ევროკომისიის მოსაზრებით, ევროკავშირთან შემდგომი დაშორების საფრთხის შემცველია, მეორე მხრივ კი გამოწვევები შიდა ეკონომიკურ დინამიკაში, კერძოდ ის, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, დასაქმების პრობლემა კვლავ მწვავეა და შრომის ბაზარს გარკვეული შეზღუდულობა ახასიათებს.






























