მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკრედიტის ქალი მენეჯერები

62552a2354c4e
BM.GE
12.04.22 11:36
3818
ქალის როლის გაძლიერებაზე სხვადასხვა და მათ შორის კერძო სექტორში, ბოლო წლების განმავლობაში უკვე ბევრი ადამიანი საუბრობს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საუბართან ერთად, ბევრ კომპანიაში ქალის როლი და მისი მნიშვნელობა ძალიან თვალსაჩინოა. "ევროკრედიტი" სწორედ ის კომპანიაა, სადაც წამყვან და მნიშვნელოვან პოზიციებს, ძირითადად ქალბატონები იკავებენ.

“ევროკრედიტში ნამდვილად დაცულია გენდერული ბალანსი, როგორც მენეჯმენტში, ასევე სხვა პოზიციებზე, თუმცა ეს არ ყოფილა წინასწარ განსაზღვრული გეგმის, ან რაიმე კვოტირების შედეგი. ადამიანური რესურსების ობიექტური შეფასების, მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების და უნარების დამსახურებით, ბუნებრივად ასე გადანაწილდა.
ისე გამოვიდა, რომ 8 მენეჯერული პოზიცია "ევროკრედიტში", ქალბატონებს უკავიათ.

ჩემთვის, როგორც კომპანიის მთავარი HR-სთვის და როგორც ქალისთვის, ეს ნამდვილად საამაყო ფაქტია და ნახევრად ხუმრობით გეტყვით, რომ კომპანიის ასეთი თვალსაჩინო წარმატება სწორედ ამ ფაქტორის დამსახურებაა“, - „ევროკრედიტის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკატერინე სამანიშვილი.



გვსურს უფრო ახლოდან გაგაცნოთ რვავე მათგანი:

ეკატერინე სამანიშვილი - „საკმაოდ რთულია იყო ქალი დედა და იყო საქმიანი ქალი. ვცდილობ დავაბალანსო, ვიყო აქტიური სამსახურეობრივ და საქმიან ცხოვრებაში და ამავდროულად არ მოვაკლო ყურადღება და ზრუნვა ჩემს ოჯახს და 3 შვილს.

ეს საკმაოდ დიდ რესურსს, ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, როცა ძალიან გსურს.

ჩემთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და უსაზღვროდ მიყვარს - ჩემი შვილები და ოჯახი, ასევე ჩემი საქმე, რაც მაბედნიერებს“.

სოფიო დუღაშვილი - "ევროკრედიტის" კორპორატიული იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელია. 15 წლიანი გამოცდილების მქონე იურისტი, რომელიც ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლოს აკრედიტებული მედიატორი, სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ეთიკის კომისიის თავმჯდომარე და არაერთი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. ის "ევროკრედიტის" გუნდს 2 წლის წინ შემოუერთდა.

“სწორი, დაბალანსებული გენდერული კულტურის ჩამოყალიბება კვლავ გამოწვევად რჩება განვითარებადი ქვეყნებისთვის, საქართველოც თავის მხრივ, ამ რიგებშია. ლოკალური, თუ საერთაშორისო კანონმდებლობის ფონზე, სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზრუნავს ამ მიმართულებით არსებული რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვა და აქტიური პოლიტიკის გატარება წარმოადგენს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სქესთა ბალანსი და გენდერული თანასწორობა. გენდერულად დაბალანსებული სამუშაო გარემოს შექმნა და მეტი გადაწყვეტილების მიმღები ქალის ჩართულობა, მომგებიანი ნაბიჯია, როგორც საჯარო, ისე ბიზნეს სექტორისთვის.”

ეკატერინე ჩუგუნაძე - “ევროკრედიტის” მთავარი აუდიტორია. 16 წლიანი გამოცდილების მქონე აუდიტორი “ევროკრედიტის” გუნდს ორი წლის წინ შემოუერთდა. წარმატებულ კარიერასთან ერთად მას ორი შვილი და ოჯახი ჰყავს. მისთვის “ევროკრედიტი” იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ჰყავდეს ოჯახი და ამავდროულად, აკეთოს საქმე, რომელიც უყვარს.

“ზოგადად, მრავალფეროვანი სამუშაო ძალა ინოვაციური და კრეატიული სამუშაო ძალის ტოლფასია. აქ არ ვგულისხმობ კორპორატიულ გარემოში მხოლოდ ქალისა და კაცის თანაბრად მონაწილეობას, არამედ, ასევე, მათ სხვადასხვა კულტურას, ასაკს, ეროვნებას, რასას, გამოცდილებას და ა.შ. კომპანიები ნამდვილად დიდ სარგებელს იღებენ მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოდან. 

ჩვენ, ქალები, ალბათ, რაღაც განსხვავებული ხედვით მოვდივართ, რაც ჩვენი უნიკალური ცხოვრებისეულ გამოცდილებათა ნაკრებიდან მომდინარეობს. ქალს და კაცს აუცილებლად ექნებათ სხვადასხვა გამოცდილებები, რაც მათ განსხვავებულ მიდგომებს აყალიბებს კომპანიის შიდა კულტურის ჩამოყალიბებაშიც. სწორედ ერთმანეთის გამოწვევასა და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხთან თანამშრომლობას შეუძლია შემოქმედებითობის გამომუშავება და ინოვაციური იდეების სტიმულირება, რაც, საბოლოოდ, წინ წევს და ავითარებს კომპანიას. ჯანსაღი კორპორატიული კულტურის განვითარება სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია.”

ქეთი გოგობერიშვილი - "ევროკრედიტის " AML მენეჯერია. ის "ევროკრედიტის" გუნდს 2019 წელს შემოუერთდა.

“ვთვლი, რომ მივაღწიე ბალანსს პროფესიულ ინტერესებსა და ოჯახს შორის. ევროკრედიტის მოქნილი სამუშაო გარემო, მეუღლე, ოჯახი ძალიან დამეხმარა. ისინი ჩემს კარიერულ გადაწყვეტილებებს მუდმივად მხარს უჭერენ.”

“ორგანიზაციული კულტურა გულისხმობს სხვადასხვა ღირებულებებისა და იდეების მქონე ადამიანების ერთი კულტურული ნარატივის ქვეშ გაერთიანების პროცესს. ის განცალკევებულად არ არსებობს და კომპანიის თანამშრომლების ყოველდღიურობას განსაზღვრავს. თითოეულ ორგანიზაციას საკუთარი ორგანიზაციული კულტურა გააჩნია, რომელიც ბიზნესის საქმიანობას წარმატებულსა და ეფექტურს ხდის. მიხარია, რომ ევროკრედიტში ქალებს გვაქვს შესაძლებლობა აქტიურად ჩავერთოთ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. მეტი ქალი კომპანიის შიდა კულტურის ჩამოყალიბებაში ქმნის მრავალფეროვნებას, სამუშაო გარემოში ჩნდება უფრო ღირებული უნარები და იდეები. შედეგად ვიღებთ მეტ ინოვაციასა და პროდუქტიულობის ზრდას”.

ქეთი კვარაცხელია - "ევროკრედიტის" პრობლემური სესხების დისტანციურად მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქეთი 10 წლიანი გამოცდილების მქონე ფინანსისტია. მან არაერთ კომპანიაში დანერგა მომსახურების სტანდარტები, ხოლო "ევროკრედიტს" 5 წლის წინ შემოუერთდა და ვადაგადაცილებული სესხების მართვიდ დეპარტამენტი ჩამოაყალიბა. მისი თქმით, წლების გამოცდილებამ მას მნიშვნელოვანი უნარები შესძინა, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოარჩევს ოპერატიულობას, მომხმარებელთან ურთიერთობას და ზოგად კორპორატიულ კულტურას.

“ძალიან მნიშვნელოვანია, აკეთო საქმე გარემოში, რომელიც მოგწონს და ასევე მიიღო მხარდაჭერა კომპანიის მხრიდან ახალი ინიციატივების დანერგვის დროს“.

„მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ევროკრედიტმა შეძლო თანამშრომლებისთვის შეეთავაზებინა თავისუფალი არჩევანი დისტანციურად მუშაობისთვის. გათვალისწინებულ იქნა ყველა რისკი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიაში მაქსიმალური ხელშეწყობაა ჩვილ ბავშვთა მშობლებზე“.



ხატია ნერსეზაშვილი - „ევროკრედიტის“ გუნდს 2021 წლიდან შემოუერთდა და აღნიშნავს, რომ ის გამოწვევები, რომელიც კომპანიას ჰქონდა და აქვს ძალიან საინტერესოა. საბანკო სფეროში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ეხმარება მას კომპანიაში დაგეგმილი სტრატეგიული პროექტების ეფექტურად განხორციელებაში, რომელთა ძირითადი ნაწილი ინოვაციურ და ტექნოლოგიურ წინსვლას მოიცავს.

“ხშირად საუბრობენ ქალის როლზე სოციალურ, ეკონომიკურ თუ, ზოგადად, ბიზნეს გარემოში. მიუხედავად მრავალწლიანი ტრანსფორმაციისა, დღესაც გამოწვევად რჩება კომპანიებისთვის გენდერული თანასწორობის საკითხი. ვფიქრობ, ჩვენს კომპანიაში შესაძლებლობები ყველასთვის ღიაა, განურჩევლად სქესისა, ყველას შეუძლია თანაბრად მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ვაკანსიებში თუ მიმდინარე პროექტებში, რაც აყალიბებს თანასწორუფლებიან, ჯანსაღ კორპორატიულ კულტურას“.

ია შაოშვილი - ადმინისტრაციული მენეჯერი. ის “ევროკრედიტში” 5 წლიანი გამოცდილების მქონე მნიშვნელოვანი თანამშრომელია, რომელიც ყველა გამოწვევას წარმატებით უმკლავდება. ია კომპანიის უამრავი წარმატების თანაზიარიც გახლავთ. ის აღნიშნავს, რომ ამ კომპანიაში მუშაობა მისთვის დიდი გამოცდილებაა.

“სამსახურის საქმიანი ტემპი მხოლოდ მეხმარება და სტიმულს მაძლევს საოჯახო საქმიანობასა და ბავშვებთან ურთიერთობაში. ბარიერების გარეშე ურთიერთობა და გუნდური მუშაობის სტილი ძალიან კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ევროკრედიტში. ვფიქრობ, სწორედ ქალია მთავარი ფიგურა საზოგადოებაში და შესაბამისად, ჩვენს კომპანიაშიც ქალებმა უნდა მოახდინონ კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ის ძირითადი ელემენტები, რაც გამოარჩევს კომპანიას კონკურენტებისგან“.

სალომე გიორგბერიძე - გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

საბანკო სფეროში 14 წლიანი მუშაობის შემდეგ, 2019 წელს შემოუერთდა ევროკრედიტის გუნდს.
მოსწონს თავისი საქმიანობის დინამიურობა. ფიქრობს, რომ მოქნილობა და სისწრაფე არის ის, რაც გამოარჩევს პატარა კომპანიას და რის საფუძველზეც, ეს უკანასკნელი, შეიძლება იყოს სხვებზე წინ და უფრო წარმატებული. სწორედ ამან განაპირობა მისი ინტერესი, გამხდარიყო ამ საინტერესო გუნდის წევრი.

„რამდენადაც მეტად არიან წარმოდგენილნი ქალები ბიზნესსამყაროში, მით მეტად მოაქვთ ახალი იდეები და ინოვაციები.

ინდუსტრიების ფართო სპექტრში, გენდერული თანასწორობა ხელს უწყობს ახალი პროდუქტების, სერვისებისა და ბიზნესების შექმნას. ეს კი არამხოლოდ კომპანიებისთვისაა მომგებიანი, არამედ მომხმარებელთათვის, რომელთაც მეტ არჩევანს ვთავაზობთ, მოირგონ და აირჩიონ მათთვის შესაფერისი.

მამაკაცებსა და ქალებს აქვთ განსხვავებული გამოცდილებები, რაც აყალიბებს საინტერესო მიდგომებსა და დამოკიდებულებებს ბიზნესისადმი. ასევე, ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, ჩემი აზრით, ზრდის კრეატიულობას და ხელს უწყობს ინოვაციურ იდეებს, რაც, საბოლოოდ ორგანიზაციას წარმატებისკენ უბიძგებს.“

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები