მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკრედიტმა ხაშურში ახალი ფილიალი გახსნა

ევროკრედიტმა ხაშურში ახალი ფილიალი გახსნა
18.03.24 14:40
1176

ევროკრედიტის ახალი ფილიალი ხაშურში კოსტავას ქ. #1-ში გაიხსნა.

2024 წელს ეს უკვე რიგით მესამე სერვისცენტრია, რომელიც ევროკრედიტმა გახსნა და კომპანიას ამჟამად საქართველოს მასშტაბით 14 ფილიალი აქვს. ამ წლის გეგმაში ქსელის გაფართოება და ფიზიკური ხელმისაწვდომობა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ევროკრედიტი საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან არის წარმოდგენილი და ერთ-ერთი პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც მომხმარებელს ავტო სესხი შესთავაზა. წლების განმავლობაში ევროკრედიტმა ინდუსტრიაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა და, პარალელურად, თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეები დანერგა სამუშაო პროცესში. დღეს ევროკრედიტი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს სთავაზობს, ესენია ავტო სესხი, ბიზნეს სესხი და სესხი თავითდასაქმებულებისთვის.

ევროკრედიტის ხედვაა „ბარიერების გარეშე“, რაც ყოველდღიურ პროცესებში დამატებითი ბიუროკრატიის მოხსნას და პროცესების მაქსიმალურად გამარტივებას მოიცავს. ევროკრედიტის ავტო სესხის აღება მომხმარებელს უმოკლეს ვადაში შეუძლია და, ამასთან ერთად, კომპანია მსესხებელს 5 თვის პროცენტს საჩუქრად სთავაზობს.

გამარტივებული პირობებისა და ბიუროკრატიული პროცედურების მინიმალურ დონემდე დაყვანის გზით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკრედიტთან ერთად მიზნების ასრულება ბარიერების გარეშე შეგიძლიათ.

თითოეული სესხის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322904000, ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.eurocredit.ge