მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევრონიუს საქართველო" დაფუძნდა - "სილქნეტსა" და "ევრონიუსს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა

5d81ef67a8862
შოთა ტყეშელაშვილი
18.09.19 12:55
3734
"სილქნეტმა" და ევრონიუსმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების შესახებ

2019 წლის წლის ივლისში ურთერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების შესახებ განცხადების შემდეგ, "ევრონიუსმა" და "სილქნეტმა" ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას "ევრონიუს საქართველოს" დაფუძნების შესახებ.

"ევრონიუს საქართველო" წარმოადგენს ქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ახალი ამბების არხს და ციფრულ პლათფორმას.

"ევრონიუსი" არის ევროპის წამყვანი საერთაშორისო ახალი ამბების არხი. მისი სტრატეგიული გეგმის შესაბამისად გახდეს მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური მედია“, ევრონიუსმა ამ დრომდე გააფორმა სამი ხელშეკრულება ევრონიუსის ფრანშიზის დაფუძნების თაობაზე ალბანეთში, სერბეთში და ახლა უკვე
საქართველოში.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა 18 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, თანდასწრებით.

მაიკლ პიტერსი, "ევრონიუსის" აღმასრულებელი დირექტორი:

"მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას ევრონიუს საქართველოს დაარსების შესახებ. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ჩვენს პარტნიორ სილქნეტს, ახალი სატელევიზიო არხის შექმნაში, რომელიც გააშუქებს არამარტო საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ახალ ამბებს. ევრონიუს საქართველო იქნება დამოუკიდებელი არხი, რომელიც წარუდგენს მაყურებელს მიუკერძოებელ ინფორმაციას და გააშუქებს ყველა ხედვას, ევრონიუსის სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით და უზრუნველვყოფთ ყველანაირი სახის გარანტიას ამის აღსრულებისთვის."

ევრონიუსის მაუწყებლობა სარგებლობს უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებული მიუკერძოებელი საინფორმაციო მედიის სოლიდური რეპუტაციით. მისი “All Views“ სარედაქციო პოლიტიკა განსაზღვრავს ევრონიუსის, როგორც სანდო და დამოუკიდებელი მედიის, საყოველთაო აღიარებას. სილქნეტის სახით ევრონიუსმა შეიძინა საიმედო პარტნიორი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევრონიუსის რეპუტაციის დაცვას და გამყარებას.

თავის მხრივ, ევრონიუსი უზრუნველყოფს ქართული არხის მაუწყებლობის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს რა ახლადშექმნილი არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს, რომელიც თანხვედრაშია მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან (როგორიცაა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი მედიის სხვა უმთავრესი ღირებულებები).

ახალი არხისთვის თანამშრომლების შერჩევა უახლოეს მომავალში დაიწყება. სულ დასაქმდება დაახლოებით 50 ადამიანი.

"ევრონიუს საქართველოს"  სტრატეგიულ მედია-კონსულტანტად დაინიშნა  წარსულში ევრონიუსის სარედაქციო დირექტორი ლუსიან სარბი,  რომელიც ადგილობრივ გუნდს სატელევიზიო არხის გამართვაში დაეხმარება.

გიორგი რამიშვილი, "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

"ძალიან მოხარული ვარ ახალი საინფორმაციო არხის, Euronews Georgia-ს, შემოსვლით საქარველოს მედია-ბაზარზე. ეს იქნება მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი. დარწმუნებული ვარ, რომ ევრონიუსის მაღალპროფესიული გუნდის  ხელმძღვანელობით, ბატონ ლუსიან სარბთან და ჩვენს ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად, ჩვენ შევქმნით მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც გაამდიდრებს ქართულ მედიასივრცეს. სატელევიზიო სტუდიების მომზადება მიმდინარეობს და მალევე დაიწყება კადრების აყვანის პროცესი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ისევე, როგორც სარედაქციო პოლიტიკა,  საკადრო პოლიტიკაც სრულ შესაბამისობაში იქნება
ევრონიუსის სტანდარტებთან. ევრონიუსის დახმარებით უზრუნველყვოფთ დაქირავებული პერსონალის  საფუძვლიან ტრენინგს.   ჩვენ ვგეგმავთ, რომ Euronews Georgia მაუწყებლობას მომდევნო წლის შემოდგომაზე დაიწყებს. მე მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ხოლო სილქნეტისთვის კი შემდეგი საფეხურია, საქართველოს მომხმარებელს შესთავაზოს მეტი შესაძლებლობები - გლობალური მასშტაბის მქონე ადგილობრივი არხი."

ხელშეკრულების პირობების თანახმად, Euronews Georgia ისარგებლებს ევრონიუსის ბრენდის ცნობადობით და რეპუტაციით, დაუკავშირებს რა თავის ახალ არხს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაში საყოველთაოდ ცნობილ სახელს. ევრონიუსი მიაწვდის „ევრონიუს საქართველოს“ ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს, რომლის ტრანსლირებაც მოხდება ადგილობრივი, ქართული, მედია-კონტენტის პარალელურად. სანაცვლოდ, ევრონიუსი გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი
დაინტერესების რეგიონში შეიქმნება.

აღმოსავლეთის და დასავლეთის სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, რომელიც მეექვსე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის მაჩვენებლით და აქვს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მზარდი ინტერესით სარგებლობს. 

"სილქნეტი" ქვეყნის უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის მქონე პროვიადერია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, როგორიცაა, ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-  ბოჭკოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი, IPTV და მობილური ქსელი. სილქნეტი შეფასებულია B1/სტაბილური მუდისის (Moody’s) და B+/სტაბილური ფიჩის (Fitch Ratings) რეიტინგებით.

"ევრონიუსი" კონტინენტური ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომლის წვდომა მნიშვნელოვნად მაღალია კონკურენტებთან შედარებით. ევრონიუსი მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად აწვდის ინფორმაციას თითქმის 400 მილიონ ოჯახს და 135 მილიონ ადამიანს, Global Web Index-ის თანახმად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები