მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

‘’ევროპა ჩინეთზე უარესად გვექცევა"- ტრამპი ევროპას აკრიტიკებს

5d149c0554123
მიხეილ ხაჩიძე
28.06.19 09:20
2229

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტელეკომპანია Fox Business -თან ინტერვიუში ევროპას აკრიტიკებს. მიზეზი სავაჭრო და ეკონომიკური ბარიერებია. თეთრი სახლის ლიდერი მიიჩნევს, რომ ევროპა შტატებს ჩინეთზე უარესად ექცევა.

"მათ უფრო ცუდი სავაჭრო ბარეირები აქვთ, ვიდრე ჩინეთს. ევროპა ამერიკას ჩინეთზე უარესად ექცევა’’- განაცხადა ტრამპმა.

განსაკუთრებით მწვავე დამოკიდებულებას დონალდ ტრამპი გერმანიის მიმართ გამოხატავს.

"გერმანია აშშ-ს იყენებს, იმ კუთხით, რომ რუსეთს ენერგიისთვის მილიარდებს უხდის, ეს იმას ნიშნავს რომ პოტენციურ მტერს ფულს აძლევენ. ამავდროულად, გერმანიას სურს, რომ ამერიკამ დაიცვას’’-აღნიშნავს ტრამპი.

ჟურნალისტთან ტრამპმა ჩინეთთან დაძაბულ სავაჭრო ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ სამომავლოდ, ჩინეთთან ნაკლებ ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებენ, რაც სახალხო რესპუბლიკისთვის იქნება ცუდი, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ შესაძლოა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები