მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს - იოზვიაკი

ევროკავშირი

ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.

"მთავარი, რასაც უნდა ველოდოთ არის ის, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია [მთავრობას] ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. საუბრობდნენ იმაზეც, დაესწრებოდა თუ არა ზურაბიშვილი სხდომას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა", - წერს იოზვიაკი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის დოკუმენტის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ევროპარლამენტარები, რომლებიც "განაახლე ევროპის" პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის პერსონალურ სანქცირებას ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები