მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა

58775186498f2
BM.GE
12.01.17 13:49
1534
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთ კომიტეტმა (LIBE) შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრა ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე თებერვალში გაიმართება. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

13 დეკემბერს კი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები