ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას. ბრექსითის შეთანხმების რატიფიცირების მომხრე 621 დეპუტატი იყო, 49 კი მოწინააღმდეგე. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად ბლოკს პარასკევს ღამე დატოვებს.
შეგახსენებთ, ქვეყნის ევროპული გაერთიანებიდან გასვლის შეთანხმებას ევროპარლამენტამდე ბრიტანეთის პარლამენტმა დაუჭირა მხარი.
ბრექსითის განხორციელება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავარი დაპირება იყო.