ჩინური კომპანიების ექსპანსია ევროპაში რადიკალურად შემცირდა. საკონსულტცაციო ფირმა EY-ს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში სახალხო რესპუბლიკის კომპანიებმა ევროპაში 2,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 80%-ით ნაკლებია.
უკუსვლის მიზეზად ექსპერტები აშშ-ჩინეთის "სავაჭრო ომსა" და საერთაშორისო ბაზარზე მის გავლენებს ასახელებენ.
აქამდე ყველაზე რეკორდული წელი ჩინური კომპანიებისთვის ევროპაში 2016 წელი იყო, მაშინ ფირმებმა სახალხო რესპუბლიკიდან ევროპულ ბაზრებზე 85 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

























