ევროპაში, ყველაზე მსხვილი ინდექსი Stoxx 600 გასულ კვირასაც გაიზარდა და თვენახევარში ზრდამ დაახლოებით 2% შეადგინა. როგორც Galt&Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა მელიქიძემ „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა, ზრდა ევროპული კომპანიების 2016 წლის კარგმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა განაპირობა.
"მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ ტრამპის განცხადებები დერეგულირების პოლიტიკასთან დაკავშირებით საფრთხის შემცველია და ამ ინიციატივას არ მიესალმება, რადგან 2008 წლის კრიზისი ამერიკის დერეგულირებულმა პოლიტიკამ გამოიწვია და კვლავ ამ მიმართულებით არ უნდა წავიდეთ.
ევროპაში არჩევნების კალენდარი გვაქვს, - არჩევნების ფონი პოლიტიკურ ვოლატილობას იწვევს, თუმცა ევროპის დიდ ეკონომიკებში კარგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია.
ევროპაში ეკონომიკური გამოცოცხლება შეიმჩნევა", - განაცხადა მელიქიძემ.

























