ივნისში ევროპის ბაზარზე რეკორდული რაოდენობის - 28 000 ელექტრო ავტომობილი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 54%-ით მეტია. ამ კუთხით რეიტინგში ფრანგული Renault Zoe პირველობას ზედიზედ მეექვსედ ინარჩუნებს. გაყიდვების მიხედვით, ის ყველაზე პოპულარული 2012-2016 წლებში საფრანგეთში იყო, სადაც 33 391 ცალი ავტომობილი გაიყიდა. წელს ფრანგულმა ელექტრომობილმა რეკორდი დაამყარა და ერთ თვეში 4189 ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 73%-ით მეტია. მას აქტიური მყიდველი ყავს გერმანიაში (680), ნორვეგიაში (428), ავსტრალიაში (237) და პორტუგალიაში (112).
CleanTechnica-ის ინფორმაციით, სიაში მეორე ადგილზე გერმანული BMW i3-ია, რომელზეც მოთხოვნა 161%-ით 1634 შეკვეთამდეა გაზრდილი.
ევროპაში 1552 Tesla Model X-ი ავტომობილი გაიყიდა, ხოლო ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ბაზარი კორპორაციისთვის 609 შეკვეთით ნორვეგია იყო.
აღნიშნული რეიტინგის ხუთეულს კი Mitsubishi Outlander PHEV ხურავს. ივნისში 1435 ავტომობილზე იყო შეკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8%-ით დაბალია.

























