მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

evs

ევროპის 16 ძირითად ბაზარზე სრულად ელექტრონული ავტომობილების რეგისტრაცია ივლისში წლიურად 13.6%-ით გაიზარდა და 224,266 ერთეული შეადგინა, რის შედეგადაც ელექტრომობილების საბაზრო წილმა 25.7%-ს მიაღწია, რაც ახალი ისტორიული რეკორდია.

E-Mobility-ის მონაცემებით, ევროპაში გაყიდული ყოველი ოთხი ახალი ავტომობილიდან ერთზე მეტი ელექტრონული იყო. რეგიონულ ზრდას უპირატესად საფრანგეთსა და გერმანიაში დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა განაპირობებდა, რამაც ცალკეულ ქვეყნებში დაფიქსირებული სუსტი მაჩვენებლები დააბალანსა.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის განმავლობაში ევროპის მასშტაბით თითქმის 1.5 მილიონი ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იან ზრდას ნიშნავს.

ივლისში საფრანგეთში ელექტრომობილების საბაზრო წილმა 35%-ს მიაღწია, ხოლო გერმანიაში აღნიშნული მაჩვენებელი 29.3%-მდე გაიზარდა. ელექტრიფიკაციის დონით კვლავ სკანდინავიისა და ბენელუქსის ქვეყნები ლიდერობდნენ, სადაც პირველ ადგილს დანია იკავებდა 80.1%-იანი წილით, ხოლო მომდევნო პოზიციებზე ფინეთი (52.6%), ნიდერლანდები (47.3%), ბელგია (42.8%) და შვედეთი (42.6%) განაწილდნენ.

ყველაზე დაბალი ელექტრიფიკაციის მაჩვენებლით პოლონეთი (4%) და ჩეხეთი (7.5%) გამოირჩეოდნენ.

ექსპერტების შეფასებით, EV-ებზე მოთხოვნის ზრდას მკვეთრად გაძვირებული საწვავი უზრუნველყოფს, რომელიც ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა. ასეთ დროს, მომხმარებლებს შედარებით უფრო ეკონომიურ ალტერნატივად ელექტრომობილები ესახებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები