მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ფრენები 83%-ით აღდგა - Eurocontrol

63b537ee19130
მარიამ ვარადაშვილი
04.01.23 13:00
410
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის [Eurocontrol] ინფორმაციით, ევროპის სამოქალაქო ფრენები 2019 წელთან შედარებით 83%-ით აღდგა.

ჯამში ევროპაში გასულ წელს 9.3 მლნ ფრენამდე შესრულდა, რაც 2021 წელთან შედარებით 3.1 მლნ-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის ნიშნულს თითქმის 2 მლნ-ით ჩამოუვარდება.

ორგანიზაციის შეფასებით, გასული წლის დასაწყისში სექტორისთვის შოკი ჯერ ომიკრონის გავრცელება, ხოლო შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი იყო, რამაც ეკონომიკის ბევრ სექტორზე, მათ შორის ავიაციაზე იქონია გავლენა. აღდგენის კარგი მაჩვენებელი [85%] ევროპის ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ჰქონდათ. რეგიონის ორმა მსხვილმა კომპანიამ Ryanair-მა და Wizz Air-მა პანდემიამდე ნიშნულს შესრულებული ფრენების რაოდენობით გადააჭარბეს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ავიაციის აღდგენა 2023 წელსაც გაგრძელდება და ფრენების რაოდენობა პრეპანდემიურ დონის 92%-ს მიაღწევს, ხოლო სრული აღდგენა უკვე 2025 წელს იქნება.

“უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მიუხედავად, სექტორმა საკუთარი რეზისტენტობა აჩვენა. მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ ევროპის საჰაერო ტრაფიკი სრულად 2025 წელს აღდგება”,-აცხადებს Eurocontrol-ის გენერალური დირექტორი ეამონ ბრენანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები